|
საქართველოს და მის
ნაწილებს სხვადასხვა დროს მართავდა 400 ზე მეტი მეფე თუ მთავარი.
საქართველოში
სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა 30 მდე სხვადასხვა დინასტია.
ყველაზე უფრო
ხანგრძლივად ზეობდა ბაგრატიონთა დინასტია - 1024 წელი (786-1810წწ.).
საერთოდ ბაგრატიონთა დინასტია
ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხანგრძლივია მსოფლიო ისტორიაში, იგი ჩამორჩება
მხოლოდ იაპონიის იმპერატორთა დინასტიას რომელიც ზეობის უკვე 2044-ე წელს
მოთვლის (ძვ.წ.40 წლიდან).
ბაგრატიონთა დინასტიას კიდევ ერთი
მიღწევაა ის, რომ მისი განშტოებები ზეობდნენ სხვადასხვა დროს 7 სხვადასხვა
სამეფოსა თუ სამთავროში.
საკმაოდ ხანგრძლივად
ზეობდნენ აგრეთვე ჯაყელები - 527 წელი (1268-1795წწ.); ძველი დადიანები -
506 წელი (1185-1691წწ.) და გურიელები 364 წელი (1462-1826წწ.).
ყველაზე ხანმოკლე
ზეობა ჰქონდა თბილისის საამიროს ერთ-ერთ, შაბანიანთა დინასტიას - 29 წელი
(853-882წწ.).
მეფე-მთავართა შორის
ყველაზე დიდ ხანს ზეობდა იბერიის მეფე ფარნავაზი - 65 წელი
(ძვ.წ.329-264წწ.).
ხანგრძლივად
ზეობდნენ აგრეთვე:
კახეთის მეფე ლევანი
- 56 წელი (1518-1574წწ.).
იმერეთის მეფე
ბაგრატ III
- 55 წელი (1510-1565წწ.).
სამეგრელოს მთავარი
ლიპარიტ Iდადიანი
- 55 წელი (1414-1469წწ.).
ქართ-კახეთის მეფე
ერეკლე II
- 54 წელი (1744-1798წწ.).
სამცხის მთავარი
ივანე ჯაყელი - 53 წელი (1391-1444წწ.).
ტაშირ-ძორაგეტის
მეფე დავით I
ანჰოლცი - 52 წელი (996-1048წწ.).
ტაო კლარჯეთის მეფე
ბაგრატ I
კურაპალატი - 50 წელი (826-876წწ.).
იბერიის მეფე
მირიანი - დაახლ. 50 წელი (285-335წწ.).
კათალიკოსთა შორის
ყველაზე ხანგრძლივად ზეობდა ანტონ I
- 35 წელი (1744-55, 64-88წწ.).
ყველაზე მცირე ხანს ზეობდა კახეთის მეფე დავით I
- 2 თვე და 19 დღე (2.08.-21.10.1602წ.).
ყველაზე ბევრჯერ მეფედ იყო
არჩილი - 6 ჯერ (ხუთჯერ იმერეთში:
1661-1663,
1678-1679, 1690-1691, 1695-1696,1697-1698წწ.
და ერთხელ კახეთში 1664-1675წწ.).
ყველაზე ასაკოვანი
ტახტზე ასვლისას იყო როსტომ მეფე (1633-1658წწ.) - 68 წლის.
ყველაზე ახალგაზრდა ტახტზე ასვლისას იყო ბაგრატ
IV (1027-1072წწ.) - 9 წლის.
ყველაზე მეტი ცოლი ჰყავდა დავით VII
ულუს (1247-1270წწ.) - 4.
ყველაზე მეტი შვილი ჰყავდა ერეკლე II-ს
(1744-1798წწ.) - 21. |