|
საქართველოს
გაერთიანების პროცესი VIII საუკუნიდან მოყოლებული
არ შეწყვეტილა და 978-1001 წლებში ბაგრატ III-ს
მიერ იქნა დაგვირგვინებული. დავით IV აღნაშენებელმა
კახეთ-ჰერეთი (1104წ.) და თბილისიც (1122წ.) შემოიერთა და ამით ქართული
მიწენის შეკრება დასრულდა. XII საუკუნეში
საქართველო წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო იყო, მისი ტერიტორია მთელს
ამიერ და იმიერკავკასიას მოიცავდა.
ერთაინი საქართველოს მეფეები:
|
|
ბაგრატ
III
კურაპალატი
გიორგი
I
ბაგრატ
IV
კურაპალატი
გიორგი
II
კურაპალატი
დავით
IV
აღმაშენებელი
დემეტრე
I
დავით
V
გიორგი
III
თამარი
გიორგი
IV
ლაშა
რუსუდანი
დავით
VI
ნარინი
დავით
VII
ულუ
|
975-1014
1014-1027
1027-1072
1072-1089
1089-1125
1125-1155
1155-1156
1156-1184
1184-1209
1209-1222
1222-1245
1245-1258
1247-1258 |
|
1225
წლიდან საქართველომ განიცადა ჯერ ჯალალ-ედ-დინის, შემდეგ მონღოლთა
თავდასხმები. 1242 წლიდან საქართველო მონღოლთა ვასალი გახდა. 1247 წელს
მონღოლებმა ერთდროულად ორი მეფე დაამტკიცეს საქართველოს ტახტზე: რუსუდანის
ზე დავით
VI
ნარინი და ლაშა-გიორგის ძე დავით
VII
ულუ. 1258 წელს ნარინი აუჯანყდა
მონღოლებს და დასავლეთ საქართველოში გაიქცა, ამრიგად საქართველო ორად
გაიყო.
აღმოსავლეთ საქართველოს მეფეები: |
|
დავით
VII
ულუ
დემეტრე
II თავდადებული
ვახტანგ
II
დავით
VIII
|
1258-1270
1270-1289
1289-1293
1293-1311
|
|
1299
წლიდან დავით
VIII
მთიულეთშია გაქცეული, ხოლო მონღოლებმა მის ადგილზე დასვეს ზედიზედ სამი
მეფე: |
|
გიორგი
V
(პირველად)
ვახტანგ
III
გიორგი
VI
მცირე
|
1299-1300
1302-1308
1308-1314
|
|
1314
წელს თბილისის ტახტზე ხელმეორედ ადის გიორგი
V
ბრწყინვალედ წოდებული, მან 1329 წელს შეიერთა დასავლეთ საქართველო, 1334
წელს სამცხე და 1335 წელს საბოლოოდ განდევნა მონღოლები.
ერთიანი საქართველოს მეფეები: |
|
გიორგი
V
ბრწყინვალე
დავით
IX
ბაგრატ
V
დიდი
გიორგი
VII
კონსტანტინე
I
ალექსანდრე
I
დიდი
ვახტანგ
IV
გიორგი
VIII |
1314-1346
1346-1359
1359-1393
1393-1407
1407-1411
1411-1442
1442-1446
1446-1466 |
|
XV
საუკინის შუა წლებში თემურლენგისა და ''შავბატკნიანთა'' შემოსევების
შედეგად დასუსტებული საქართველო კვლავ დაიშალა სამეფო სამთავროებად. 1453
წელს გიორგი
VIII-ს
გადაუდგა სამცხის მთავარი ყვარყვარე
II და დამოუკიდებლობა
გამოაცხადა, 1463 წელს იმერეთში გამეფდა გიორგის ბიძაშვილი ბაგრატ
VI
და ეს ქვეყანაც გამოეყო ერთიან საქართველოს. 1465-ში ყვარყვარემ ბრძოლაში
დაამარცხა და დაატყვევა გიორგი VIII.
მომდევნო 1466 წელს ბაგრატ VI-მ
დაიკავა ქართლიც, ხოლო ტყვეობიდან გამოხსნილმა გიორგი
VIII-მ
კახეთი დაიკავა და კახეთის სამეფო დააარსა. მალე 1478 წელს მოკვდა
ქართლ-იმერეთის მეფე ბაგრატ VI
და ქართლში გამეფდა გიორგი VIII-ის
ძმისშვილი კონსტანტინე დემეტრეს ძე (II),
ხოლო იმერეთში კი ბაგრატ VI-ის
ძე ალექსანდრე I.
1478-1484 წლებში ბრძოლა მიდიოდა ალექსანდრესა და კონსტანტინეს შორის
იმერეთის ტახტისთვის, გაიმარჯვა ალექსანდრემ. 1491 წელს საქართველოს
მეფე-მთავრებმა სცნეს ერთმანეთის დამოუკიდებლობა და საზღვრებიც დაადგინეს. |