|
1917 წლის თებერვლის
რევოლუციის შემდეგ ამიერკავკასიას დროებიოთ '' ამიერკავკასიის საგანგებო
კომისარიატი'' განაგებდა, შემდეგ ''სეიმი'' რომლის თავმჯდომარე იყო
კარლო ჩხეიძე, 1918 წლის 22 აპრილს გამოცხადდა ამიერკავკასიის
დამოუკიდებლობა (''ამიერკავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკის'' თავმჯდომარე
იყო აკაკი ჩხენკელი). 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს
დამოუკიდებლობა. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე იყო
ნოე ჟორდანია. 1921 წლის 25 თებერვალს მოხდა საქართველოს ანექსია
საბჭოთა ჯარების მიერ, ხოლო 1922 წლის 30 დეკემბერს საქართველო
სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად შეიყვანეს საბჭოთა კავშირის
შემადგენლობაში. |