|
იბერიის მეფე ფარნავაზმა ძვ.წ.302
წლისთვის კოლხეთი (ამ პერიოდისთვის ეგრისს უფრო უწოდებდნენ) თავის სამეფოს
შეუერთა, მაგრამ მალე კოლხეთი კვლავ დამოუკიდებელი სამეფი ხდება. ძვ.წ.II
საუკუნისთვის ეგრისის სამეფო დაიშალა რამდენიმე წვრილ სამთავროდ, რომელთა
დაპყრობა არ გსაჭირვებია ძვ.წ.65 წელს რომაელ სარდალ გნეუს პომპეუსს.
ძვ.წ.65-47 წლებში დასავლეთ საქართველოს პომპეუსის მიერ დანიშნული ვინმე
არისტარხე მართავდა.
ახალი
წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის ბოლოს კოლხეთმა კვლავ მოიპოვა
დამოუკიდებლობა. ეს
''მესამე კოლხური სამეფო'' ლაზიკეს სახელს
ატარებდა.
II
საუკუნეში ცნობილია მისი ორი მეფე:
მალახა
რომის იმპერატორ
ადრიანეს(117-138) თანამედროვე
ბაკური
რომის იმპერატორ
ანტონინუს-პიუსის(138-161) თანამედროვე
ა.წ.III-IV
საუკუნეები მხოლოდ არქეოლოგიური მონაცემებით გვახსენებს თავს, ხოლო
V
საუკუნიდან ხელახლა ჩნდება ლაზიკე, დედაქალაქით კვლავ ციხე-გოჯი. მისი
მეფეებიდან ცნობილია:
|