HomeArchiveGeorgiaChronologyPersonsDocumentsOtherMapsForumAbout us    
   
 
      უკან    
   

იბერიის (ქართლის) სამეფო

   
   

   

   ჯერ კიდევ ძვ.წ.VII-VI საუკუნეებიდან ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე ყალიბდება ტომთა გაერთიანებები. ხოლო უკვე IV საუკუნისთვის მცხეთაში ზის ქართლის მამასახლისი. ძვ.წ. 329 წელს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე იბერიის სამეფო ჩამოყალიბდა, მისი დამაარსებელი იყო ფარსმანი  (გვიანდელ წყაროებში ფარნავაზის სახელით ცნობილი). ფარნავაზმა თავისი მეფობის პერიოდში მთელი საქართველო გააერთიანა. იგი ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელია:

 

ფარნავაზიანთა დინასტია:

 

ფარნავაზი (ფარსმანი)

საურმაგI

მირდატ I ნებროთიანი

ფარნაჯომი

329-264

264-230

230-185

185-170

 

არტაშესიანთა დინასტია:

არშაკ I

არტაგ I

ბარტომ I

მირდატ II

არშაკ II

არტაგ II

170-145

145-143

143-125

125-110

110-95

95-60

 

  ძვ.წ. დაახლ. 60 წლისთვის იბერიის სამეფო ორად გაიყო, არმაზის სამეფოდ (მტკვრის სამხრეთით) და მცხეთის სამეფოდ (მტკვრის ჩრდილოეთით):

არმაზის სამეფო (ატრაშესიანთა დინასტია):

ქართამ I

კაოსი

ქართამ II არმაზელი

არტაგ III

60-30

30-20

ძვ.წ.20-ა.წ.5

5-25

 

მცხეთის სამეფო (არშაკიანთა დინასტია):

ბარტომ II

ფარსმან I

არშაკ III

მირდატ III

60-40

40-25

ძვ.წ.25-ა.წ.5

5-25

  

ა.წ.25 წლისთვის იბერია კვლავ გააერთიანა მირდატ III-მ. ერთიანი იბერიის მეფეები - კვლავ არშაკიანები:

მირდატ III

ფარსმან II

მირდატ IV ფლავიუს დადე

მირდატ V

ფარსმან III  ქველი

ქსეფარნუგი

ფარსმან IV

ამაზასპი

25-35

35-68

68-76

76-120

120-170

170-200

200-230

230-265

 

სასანიანთა დინასტია:

რევ მართალი (ჰორმიზდაკი)

მირიანი წმ.

ბაკურ I

მირდატ VI

ასფაგური (ვარაზ-ბაკური)

265-285

285-335

335-355

355-364

364-368

  

 368 წელს იბერია ორად გაიყო ირანის და რომის ხელქვეით მხარეებად.

რომს დარჩა კლარჯეთი ჯავახეთი და ქვემო ქართლის ნაწილი. იქ მეფობდნენ:

საურმაგ II

ბუზმირ I

ბუზმირ II

368-380

380-406

406-430

  

 ხოლო ირანის ხელქვეით ნაწილში (მცხეთა და ძირითადი იბერია) მეფობდნენ:

ასფაგური (ვარაზ-ბაკური)

ბაკურ II

ფარსმან V

მირდატ VII

არჩილი

368-385

385-396

396-412

412-429

429-434

  

დაახლოებით 430-440 წლებისთვის მცხეთელმა მეფეებმა კვლავ გააერთიანეს იბერია.

მირდატ VIII

ვახტანგ I გორგასალი

დაჩი უჯარმელი

ბაკურ III

ფარსმან VI

გურგენი

ძამანარსე

ფარსმან VII

434-449

449-494

494-506

506-512

512-519

519-523

523-535

535-537

 

    ძვ.წ. III საუკუნის ბოლოს იბერიამ დაკარგა კონტროლი დასავლეთ საქართველოზე, ძვ.წ. 170 წლისთვის იბერია სომხეთის სამეფოს გავლენის ქვეშ მოექცა - გამეფდა სომხეთის მეფის არტაშეს I-ის ძე არშაკი (არტაშესიანთა დინასტია) სომხეთზე დამოკიდებულება არტაგ II-ის ხანამდე გაგრძელდა. ძვ.წ. 65 წლიდან იბერია რომის ''მოკავშირე და მეგობარი'' ხდება. მალე ძველი ფარნავაზიანთა დინასტიის შთამომავალმა ბარტომმა დაიბრუნა მცხეთის ტახტი თუმცა მთელ იბერიას ვერ დაეპატრონა (იბერიის გაყოფა მცხეთის და არმაზის სამეფოებად). იბერიის სამეფოს ხელახალი გაძლიერება იწყება მირდატ III-ის დროიდან, მან გააერთიანა ქვეყანა, ხოლო მისი შვილი ფარსმან II სომხეთშიც გაბატონდა. სომხეთის იბერიელი მმართვე-ლები არიან:

 

მირდატი      (ფარსმან II-ის ძმა)     36-51

რადამისტი  (ფარსმან II-ის ძე)       51-54, 56-59

 

   შემდეგ იბერია კიდევ უფრო ძლიერდება, ფარსმან ქველი შიშის ზარს სცემდა მთელს წინა აზიას, მან ირანის დედაქალაქი კტესიფონიც კი აიღო. III საუკუნის შუა ხნებიდან იბერია სასანიდური ირანის გავლენის ქვეშ ექცევა. 265 წელს ირანის შაჰმა შაბურ I-მა არშაკიანთა დინასტია დაამხო და მცხეთის ტახტზე თავისი შვილიშვილი რევ მართალი დასვა. აქედან იწყება სასანიანთა დინასტია. 298 წელს იბერია კვლავ ჩამოშორდა სპარსეთს და რომის იმპერიის მფარველობაში შევიდა. მირიან მეფის დროს 318 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ცხადდება. 368-429 წლებში იბერიიდან დროებით ისევ გამოეყო ქვემო ქართლის ნაწილი კლარჯეთი და ჯავახეთი. ვხატანგ I გორგასალმა 458 წელს დააარსა ქალაქი თბილისი, რომელიც 502 წელს იბერიის დედაქალაქი ხდება. V საუკუნიდან კვლავ შეიმჩნევა სპარსეთის მომძლავრება, 523 წლიდან იბერია მისი მოხარკე ხდება. ხოლო 537 წელს ირანის შაჰმა ხოსრო I-მა საბოლოოდ გააუქმა მეფობა და იბერია ირანის პროვინციად აქცია.

 

        p.s. ყველა თარიღი არის მიახლოებითი.

   
         
   

Copyright © 2004 of  Lasha Gabelia. All rights reserved
ლაშა გაბელია
© 2004. საავტორო  უფლება დაცულია