|
|
|||||
|
|
|||||
| უკან | |||||
|
ბაგრატის ტაძარი დაახლ. 1660-1676 წწ. |
|||||
|
ქუთაისში, უქიმერონის გორაზე, მდებარეობს გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო და ერთიანი საქართველოს პირველი მეფის-ბაგრატ III-ის სახელის მატარებელი ტაძარის ნანგრვები. ტაძრის მშენებლობა დაიწყო X საუკუნის ბოლო მეოთხედში და დამთავრდა 1003 წელს. იგი აკურთხეს ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. მისი კურთხევა ბაგრატ მეფეს განსაკუთრებული ზეიმით აღუნიშნავს. ტაძარი
წარმოადგენს სწორკუთხამკლავებიან ჯვრის მოხაზულობაში ჩაწერილ ტრიკონქს.
მკლავები შიგნიდან ნახევარწრიული აფსიდებითაა დასრულებული. ღერძი წაგრძელებულია
აღმოსავლეთ - დასავლეთის მიმართულებით. გუმბათი ოთხ მძლავრ თავისუფალ მდგარ
ბურჯს ეყრდნობა. მშენებლობის დამთავდებამდე ჩრდილო - დასავლეთიდან ტაძარს სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI ს-ის პირველ ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭეები მიაშენეს. სამხრეთ კარიბჭეში შემორჩენილია ღვთისმშობლის ფრესკის კვალი. ტაძრის
წარწერებში საქართველოში არაბული ციფრების ხმარების უძველესი ნიმუშია
წარმოდგენილი. |
|||||
|
Copyright © 2004 of
Lasha Gabelia. All rights reserved |
|||||